კრისტოფ გალტიე, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
„სეზონის დასრულების შემდეგ, პსჟ-მ და გალტიემ კონტრაქტის შეწყვეტა გადაწყვიტეს. კლუბს სურს საკადრისი პასუხი მიაგოს მის პროფესიონალიზმს და საქმისადმი ერთგულებას, რომლითაც „წითელ-თეთრებს“ საფრანგეთის ჩემპიონის ისტორიული მე-11 ტიტული მოაგებინა“.
გალტიე პსჟ-ს სათავეში გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა და გუნდს საფრანგეთის ლიგა 1, ასევე სუპერთასი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით პარიზელები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ (0:1, 0:2) დამარცხდა.
56 წლის გალტიე პსჟ-მდე „სენტ-ეტიენს“ (2009-2017), „ლილს“ (2017-2021) და „ნიცას“ (2021-2022), ხელმძღვანელობდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ში გალტიეს შემცვლელად ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ექსთავკაცი ლუის ენრიკე განიხილება.
ლაშა თაბაგარი





