სვანაძე: “გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს”

0
60

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გუნდის სახელით თითოეული ადამიანს, ვინც ევროპის ჩემპიონატზე მხარს უჭერდა მადლობა გადაუხადა.
რამაზ სვანაძე: “ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვებისა და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენს სიყვარულს – ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის.
მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ ასეთი დონის საფეხბურთო ფორუმზე ჩვენი თავის, ჩვენი თამაშის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა მოგვცა. მადლობა გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებს და მთლიანად პერსონალს, რომელთა დაუღალავი შრომის გარეშეც აქამდე ვერ მოვიდოდით.
ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – ამ თაობის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. ამ ბიჭებს ყველაფერი წინ აქვთ, მათთვის ყველაფერი ახლა იწყება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თვითრწმენით და, ნებისმიერი კონტექსტისა თუ წინაღობის მიუხედავად, ფეხბურთის საოცრად თამაშის უნარით ისინი კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ!”
საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში, სადაც პორტუგალიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად იყო, წაუგებლად პირველი ადგილი დაიკავა და 1/4-ფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.