დონეცკის „შახტარს“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის ახალი მთავარი მწვრთნელის ჰყავს.
უკრაინული გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს ნიდერლანდელი ტედ ვან ლეუვენი გაუძღვება. 53 წლის სპეციალისტმა დონეცკელებთან კონტრაქტი 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან იგორ იოვიჩევიჩი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ თანამდებობიდან მაინც დაითხოვეს. ვან ლეუვენი პირველი ნიდერლანდელი მწვრთნელია, რომელიც „შახტარს“ გაწვრთნის.
ის მანამდე „ზორიას“ და თელ ავივის „მაკაბის“ ავარჯიშებდა. გარდა ამისა, ვან ლეუვენი ყაზახეთის ალმათის „ქაირათის“ სპორტული დირექტორი და ნიდერლანდური როტერდამის „ფეინოორდის“ აკადემიის კოორდინატორი იყო.





