ლონდონის „ჩელსიმ“ ესპანეთის „ვილიარეალიდან“ თავდამსხმელი ნიკოლას ჯექსონი შეიძინა.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენეგალელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. „ვილიარეალმა“ ჯექსონის სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო მიიღო.
გასულ სეზონში 22 წლის ფორვარდმა „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.





