„მილანმა“ „ჩელსიდან“ ფორვარდი შეიძინა

0
51

„მილანმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ თავდამსხმელი რუბენ ლოფტუს-ჩიკი შეიძინა. 27 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულმდე გააფორმა.
მილანელებმა ლოფტუს- ჩიკის სანაცვლოდ ინგლისელებს 16 მილიონი ევრო გადაუხადეს. „ჩელსი“ დამატებით 4 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს.
ლოფტუს-ჩიკი „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია. ის ლონდონელთა პირველ გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 155 მატჩში 13 გოლი გაიტანა.