ლუიშ კაშტრუმ „ბოტაფოგოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
61 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის წასვლის მიზეზი ისაა, რომ „ალ ნასრის“ სარფიან წინადადებას დათანხმდა და საუდის არაბეთში სამუშაოდ წავიდა. ნახსენებ გუნდში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ გამოდის.
კაშტრუ „ბოტაფოგომდე“ პორტუგალიის „პენაფიელს“, „რიუ ავეს“, „ვიტორია გიმარაეშს“, დონეცკის „შახტარს“ და კატარის „ალ დუჰაილს“ წვრთნიდა.





