„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე რასობროვი დისკრიმინაციის ბრალდებით დააპატიმრეს, იუწყება RMC Sport.
ფეხბურთის 56 წლის სპეციალისტი თავის შვილ ჯონ-ვალოვიჩ გალტიესთან ერთად დააკავეს.
მიმდინარე წლის აპრილში ფრანგულმა მედიამ გალტიეს ადრინდელი მიმოწერა გაასაჯაროვა „ნიცას“ ყოფილ სპორტულ დირექტორ ჟულიენ ფურნიესთან. გალტიემ, რომელიც მაშინ „ნიცას“ წვრთნიდა, განაცხადა, რომ გუნდში ძალიან ბევრი შავკანიანი და მუსულმანი არ უნდა იყოს.
გალტიე პსჟ-ს გასული წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს და გუნდს 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.




