გიორგი მოისწრაფიშვილი: “ჩვენი ძლიერი მხარე ბურთის ფლობაა”

0
35

გიორგი მოისწრაფიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ძლიერი მხარე ბურთის ფლობაა. ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ისრაელთა გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი მოისწრაფიშვილი: “ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია, ამიტომ რთულ თამაშს ელოდებით. ვიცით, რომ ისრაელს ძლიერი ნაკრები ჰყავს. ჩვენ რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ.
დასვენებისთვის ერთით მეტი დღე რომ გვქონდა, ეს კარგი იყო. რაც შეეხება თამაშს, ჩემი აზრით, ბურთი უფრო მეტად ჩვენ გვექნება და შეგვეძლება უფრო მეტად შეტევაში თამაში. ვფიქრობ, ჩვენი ძლიერი მხარეც სწორედ ბურთის ფლობა და შეტევაა. ვიცით, რომ სტადიონი სავსე იქნება და ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა, რადგან ისინი თამაშის მიმდინარეობისას დიდ ძალას გვაძლევენ“.
საქართველო-ისრაელის დაპირისპირება სტარტს 20:00 საათზე აიღებს.