„რეალის“ ახალი კაპიტანი ნაჩო იქნება

0
112

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი 2023-2024 წლების სეზონში ესპანელი ნაჩო იქნება. მან ფრანგი ფორვარდი ქარომ ბენზემა შეცვალა, რომელიც საუდის არაბეთის „ალ იტიჰადში“ გადავიდა.
ვიცეკაპიტნის ფუნქციას ხორვატი ლუკა მოდრიჩი, დანი კარვახალი და გერმანელი ტონი კროოსი შეასრულებენ.
„რეალი“ ზედიზედ მესამე წელია სეზონს ახალი კაპიტნოთ იწყება. 2021 წელს სერხიო რამოსი პსჟ-ში გადავიდა, 2022 წელს ბრაზილიელმა მარსელომ „ოლიმპიაკოსს“ მიაშურა, ხოლო წელს გუნდი ბენზემამ დატოვა.
ნაჩო „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 319 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.
ნაჩომ მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო.