კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის „სამტრედიას“ რიგები თაავდამსხმელმა სირილ ჩამბამ დატოვა.
სამტრედიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კამერუნელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და კარიერის სხვაგან გაგრძელება გადაწყვიტა.
ჩამბა „სამტრედიაში“ 2022 წლიდან გამოდიოდა და ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო წელს ეროვნულ ლიგაში 13-ჯერ იასპარეზა და თავი ერთხელ გამოიჩინა.
ის „სამტრედიაში“ გადასვლამდე ლიეტუვას „რიტერაიში“ და „დაინავაში“ გამოდიოდა.




