ანტიფეხბურთი გლაზგოში – საქართველოს ნაკრების პირველი მარცხი

0
67

საქართველოს ნაკრებს არსებობის ისტორიაში მსგავსი რამ თავს არასოდეს გადახდენია, რაც გლაზგოში გადახდა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიასთან გასამართი მატჩის დღეს გლაზგოში ძლიერი წვიმა მოვიდა და მოედანი დაიტბორა, თუმცა უნგრელმა მთავარმა მსაჯმა იშტვან ვადიმ გუნდები სათამაშოდ მაინც გაიყვანა, ის რაც მოედანზე ხდებოდა ფეხბურთს კი არა წყალბურთს ჰგავდა და 6 წუთის შემდედ მსაჯმა თამაში შეწყვიტა, თუმცა, მანამდე შოტლანდიელმა მაკგრეგორმა კუთხურის ჩაწოდებისა და დაიქსის პასის მერე ანგარიში გახსნა. არადა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გვერდით მსაჯს მიუთითებდა, რომ ასეთ პირობებში თამაში არ შეიძლებოდა.
შეხვედრა 100 წუთი შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში სტადიონის მომსახურე პერსონალი მოედნის წყლისგან გაწმენდას ცდილობდნენ. თავად ვადი 3-ჯერ გავიდა მოედანზე საფარის მდგომარეობის შესამოწმებლად. ამასობაში წვიმამ გადაიღო, მაგრამ მოედანი სათამაშოდ მაინც უვარგისი იყო, რადგან გუბეები იდგა. თუმცა შეხვედრა განახლდა და რაც „ჰემპდენ პარკზე“ ვიხილეთ ფეხბურთისგან შორს იყო – ფეხბურთელებს გადაადგილება უჭირდათ და ბურთიც წყალში ჩერდებოდა.
სანიოლმა სტუმრად კვიპროსში 2:1 მოგებულ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა. თადარიგში ირაკლი აზაროვმა, ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ გადაინაცვლეს. მათ მაგივრად მოედანზე პირველი წუთიდან მოედანზე სოლომონ კვერკველია, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და ნიკა გაგნიძე გამოჩნდნენ.
თამაშის განახლეიდან ცოტა ხანში ენდი რობერტსონი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი ჩაწოდების მერე, გიორგი მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ხოლო საბოლოოდ ხიფათი კვერკველიამ განმუხტა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მარცხენა ფლანგიდან შოტლანდიელი ფეხბურთელის საჯარიმოში ჩაწოდების მერე, ახლო მანძილიდან დაიქსის თავური მოჰყვა და მამარდაშვილმა ისევ იყოჩაღა.
მალე, შოტლანდიელთა მორიგი შეტევის დროს ტირნიმ ქართველების საჯარიმოში მაკგინი მოძებნა, რომლის თავური არაზუსტი აღმოჩნდა. ტაიმის მიწურულს სტუმართა საჯარიმოში მყოფმა მაკტომინეიმ შორეულ კუთხეში ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილი ნახტომში თითებით მიწვდა ბურთს, რის წყალობით გუნდი გოლის გაშვებისგანს იხსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კაკაბაძემ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც მაკტომინეის მიუვიდა და შოტლანდიელმა მას მერე რაც კვეკვესკირს დაასწრო, საჯარიმოში შესულმა მამარდაშვილისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
ამის შემდეგ, კვარაცხელია ჩვეულ სტილში ორ მეტოქეს გაექცა და პასი ხელაყრელ პოზიციაი მყოფ მიქაუტაძე მიცა, რომელმაც დარტყმის მაგივრად კიტეიშვილს გადააოდა ბურთი, რომელიც ამ უკანაკნელმა დაკარგა.
მე-60 წუთზე კიტეიშვილმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.
72-ე წუთზე შოტლანდიელთა მიერ მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში თავი პორტეუსმა შეაგება და აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
საპასუხო შეტევაში მარჯვნიდან კაკაბაძემ ჩააწოდა და განის მოგერიებული ბურთი შოტლანდიელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მდგომმა მიქაუტაძემ ვარდნაში ოდნავ არაზუსტად დაარტყა – ეს საქართველოს ნაკრების ყველაზე რეალური მომენტი იყო.
81-ე წუთზე მიქაუტაძემ კარგი პასი მისცა სქოთების საჯარიმოში გახსნილ ბუდუ ზივზივაძეს, რომელსაც კარიდან წინ გამოსულმა განმა დაასწრო. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, საქართველოს ნაკრების რამდენიმესვლიანი კომბინაცია საჯარიმოს გარედან მიქაუტაძემ არაზუსტი დარტყმით დაასრულა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საჯარიმო დარტყმის გათამაშების დროს კვარაცხელიამ ბურთი “ცოცხალი” კედლის უკან მდგომ ზურიკო დავითაშვილს ჩაუგდო, რომელთან ორთაბრძოლაში ჰილმა ხელით ითამაშა და ვადიმ რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და ბურთი ზედა ძელს გადააცილა.
საბოლოოდ, ზედიზედ 10 ოფიციალური მატჩის არწაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები დამარცხდა. გარდა ამისა, მიჯრით სტუმრად 7 შეხვედრაში არდამარცხების მერე, სანიოლის გუნდმა წააგო.
შოტლანდიის ნაკრებმა A ჯგუფში ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო და 12 ქულით ლიდერია. საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეორეა ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთთან ჩაატარებს.  ამდენივე ქულა აქვს ნორვეგიას, რომელმაც შინ თემურთ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი 3:0 დაამარცხა და მესამე. ესპანეთის ნაკრები 4 ქულით მეოთხეა, ხოლო უქულო კვიპროსი შესაბამისად ბოლო ადგილზეა.

შოტლანდია – საქართველო 2:0 (1:0)
20 ივნისი. გლაზგო. სტადიონი „ჰემპდენ პარკი“.

შოტლანდია: განი, ჰიკი, პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი (სუტარი, 79), რობერტსონი, გილმორი (მაკლინი, 86), მაკტომინი, მაკგრეგორი (ჯეკი, 79),  მაკგინი (კრისტი, 90+2), დაიქსი (ნისბეტი, 79).
მთავარი მწვრთნელი: სტივ კლარკი.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი (ზივზივაძე, 56), ლობჟანიძე, კვეკვესკირი (გოჩოლეიშვილი, 56), გაგნიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 მაკგრეგორი (6), 2:0 მაკტომინეი (47)
90+4 წუთზე კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა (კარს ააცილა)
გაფრთხილება:
ჰიკი (45+4), რობერტსონი (67), გოჩოლეიშვილი (69), გაგნიძე (75)
მთავარი მსაჯი:
იშტვან ვადი (უნგრეთი)

ლაშა თაბაგარი