რუი ჟორჟე: “ქართველები ფიზიკურად გვჯობიან”

0
59
პორტუგალიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რუი ჟორჟეს მიაჩნია, რომ საქართველოს ახალგაზრდული მის შეგირდებს ფიზიკურად სჯობს, ხოლო თავად უფრო ტექნიკურები არიან. მან ამის შესახებ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე პორტუგალიელთა კაპიტანი ტიაგუ დანტაში დაესწრო.
რუი ჟორჟეე: “რა თქმა უნდა ჩვენი გუნდისთვის ძალიან ხელშემწყობი იქნება ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. მისი სახით, ქართველებს დიდი ძალა დააკლდებათ. თუმცა მეც არ მყავს რამდენიმე მოთამაშე და რა თქმა უნდა, მერჩივნა მათ ჩემს გუნდში ეთამაშათ.
ფაბიუ ვიეირა ძალიან გვაკლია. ძალიან დიდი მადლობა მას, რომ შესარჩევში დაგვეხმარა. ასევე მადლობა მთელს გუნდს, თუმცა ჯობია ტრავმებზე აღარ ვილაპარაკოთ. იმედი მაქვს ის ფეხბურთელები, ვინც ჩვენს განკარგულებაში არიან, ძალიან დაგვეხმარებიან.
.მადლობა საქართველოს კარგი დახვედრისთვის. მათ ნაკრებს ვიცნობ და ვიცით, რომ ეროვნული ნაკრებიდან ეხმარებიან გუნდს. ხვალინდელი თამაში ნამდვილად არ იქნება იოლი. ფრე ჩვენთვის შედეგი არ იქნება. ჩვენ სხვადასხვა გუნდები ვართ. ჩემი აზრით, ქართველები ფიზიკურ მომზადებაში გვჯობიან, ხოლო ჩვენ უფრო ტექნიკურები ვართ”
 ტიაგუ დანტაში: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მატჩი მოვიგოთ. მართალია საქართველო სახლში თამაშობს, თუმცა ჩვენ ჩვენი თამაშის ხარისხის იმედი გვაქვს. ბოლოს, როდესაც საქართველოს დავუპირისპირდით, 4:1 მოვიგეთ, თუმცა ის თამაში საერთოდ არ იყო მარტივი. მაშინ ქართველები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი და დარწმუნებული ვარ, არც ხვალინდელი თამაში იქნება მარტივი“