დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.
ბათუმის “დინამოს” მეტოქედ ალბანეთის “ტირანა” ერგო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 13 ივლისს ტირანაში ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს – 20 ივლისს ბათუმში.
შოტლანდიელი სტივ კინის ხელმძღვანელობით ქუთაისის “ტორპედო” ბოსნიის “სარაევოს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 13 ივლისს ქუთაისში ჩატარდება, საპასუხო კი – 20 ივლისს სარაევოში.
გორის “დილა”, რომელსაც უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თავკაცობს, სლოვაკეთის “დუნაისკა სტრედასთან” ითამაშებს. პირველი შეხვედრა 13 ივლისს სლოვაკეთში ჩატარდება, ხოლო საპასუხო თამაში 20 ივლისს სარაევოში გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





