მადრიდის „რეალმა“ თავდამსხმელი ხოსელუ დაიმატა. მადრიდელებმა 33 წლის თავდამსხმელი „ესპანიოლი“ ერთწლიანი იჯარით აიყვანა. ხოსელუს სანაცვლოდ ბარსელონელები 50000 ევროს მიიღებენ. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, „რეალი“ ესპანეთის ნაკრების ფორვარდის ტრანსფერის გამოსყიდვას 1,5 ევროდ შეძლებს, ხოლო ფეხბურთელი ხელფასს შეიმცირებს.
გასულ სეზონში ხოსელუმ ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შეგახსენებთ, რომ „ესპანიოლი“ ლა ლიგიდან გავარდა.
ხოსელუ „რეალის“ სისტემაში 2009-2012 წლებში უკვე იყო და პირველ გუნდშიც უთამაშია.





