ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს

0
101

სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიის ბუნდელისგის კლუბ „ვოლსფბერგერში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ავსტრიული მედია იუწყება.
ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შოტლანდიაშია,. ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ივნისის ფანჯრის დასრულების შემდეგ ავსტრიაში ჩავა და ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ალთუნაშვილმა კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში 8 სეზონი ითამაშა და საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, ასევე საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო. ის ბოლო სამი სეზონია ბათუმის „დინამოში“ გამოდის, რომელთან ერთად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა.
ალთუნაშვილი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „ვოლსფბერგერში“ ჩაირიცხება. მანამდე, ნახსენებ კლუბში ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე გამოდიოდნენ.
ლაშა თაბაგარი