ხორვატიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ზლატკო დალიჩის განცხადებით, ერთა ლიგის ფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში წაგების (4:5) მიუხედავად, განვლილმა შეხვედრამ აჩვენა, რომ მსოფლიო დონის ნაკრებებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.
„ეპანეთსა და ჩემს გუნდს საუცხოო თამაშს ვულოცავ. ჩვენ წავაგეთ, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ფინალში გასვლა უნდა გვეამაყებოდეს. ფსონი ძალიან მაღალი იყო და ისევ 120 წუთი თამაში მოგვიწია.
მიზეზი არ მაქვს, რომ რამე ვინანო. საწყენია, რომ ასეთ საუცხოო ატმოსფეროში ტიტული ვერ მოვიგეთ, თუმცა ფინალში ნაჩვენები თამაში უნდა გვეამაყებოდეს. მედლები ისევ მოვიპოვეთ, მესამედ ჩვენს ისტორიაში რაც დიდი მიღწევაა. განვლილმა მატჩმა აჩვენა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან კონკურენცია შეგვიძლია“ – ციტირებს დალიჩს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





