საქართველოს ნაკრების რთული გამარჯვება და მეორე ადგილი ჯგუფში

0
35

საქართველო ნაკრებს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში კვიპროსში სამი ქულა აღება ჰქონდა დაგეგმილი და დასახულ მიზანს მიაღწია. ლარნაკას ნახევრად ცარიელ სტადიონზე, სადაც ქართველი ქომაგების ხმა მასპინძლებისაზე აშკარად ომახიანად იმოდა, თემურ ქეცბაიას შეგირდებთან გამარჯვება რთული აღმოჩნდა, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩნდა.
ვილი სანიოლმა ჩვეულ ტაქტიკურ სქემას არც ამჯერად უღალატა. ფრანგმა სპეციალისტმა დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და ლუკა ლოჩოშვილი დააყენა. მარჯვენა ფლანგი გიორგი გოჩოლეიშვილს ჩააბარა, ხოლო მარცხენა – ირაკლი აზაროვს. ნახევარდაცვის ცენტრში ნიკა კვეკვესკირი და ოთარ კიტეიშვილი მოქმედებდნენ, რომლებსაც მარცხენა ფლანგიდან გიორგი ჩაკვეტაძე ეხმარებოდა. თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე თამაშობდნენ. ცნობისთვის, სანიოლის ნაკრებში მუშაობის პერიოდში ჩაკვეტაძე ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტოში პირველად მოხვდა.
მატჩის დასაწყისში კუსულოსმა საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში მოჭრა ბურთი, რომელაც ნახტომი გიორგი მამარდაშვილი დაეუფლა. ამ ეპიხოდიდან ცოტა ხანში კიტეიშვილის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოშსი ისე მიიღო ბურთი, რომ მცველი ჩამოიცილა და ხელაყრელი პოზიციიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
ამის შემდეგ, მამარდაშვილმა ფეხით ძალიან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ციოვასს ჩააბარა, ამ უკანასკნელის გადაცემის შემდეგ კუსულასმა ახლო მანძილიდან დაარტყა და ჩვენი გუნდის მეკარემ აშშკარა გოლისგან გვიხსნა, ხოლო კუსულოსის თავურის მერე კარი ხაზიდან ბურთი ლოჩოშვილმა გამოიტანა.
საპასუხო იერიშის დროს მიქაუტაძემ მოძებნა კვარაცხელია, რომელმაც ბურთი რამდენიმე მცველში მიიღო, შემოტრიალდა და მარცხენა ფეხით კარს ააცილა. ტაიმის შუაწელშის აზაროვმა თავისი ნახევრიდან ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა მცველის ზურგსუკან გახსნილ კვარაცხელიას, რომელიც მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ცუდად დაარტყა. რამდენიმე წუთში კვარაცხელიამ მარცნიდან ცენტრისკენ შეიწია და მას მერე რაც კვიპოსელ ფეხბურთელს გაცდა, საუცხოო პასით მეკარესთან პირისსპირ ჩაკვეტაძე დატოვა, რომლი დარტყმის შემდეგ მალიმ ბურთი ფეხით მოიგერია.
31-ე წუთზე გოგიჩმა თავის ნახევარზე ცუდი პასი გააკეთა და ბურთი მიქაუტაძემ ჩაჭრა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა – 0:1.
38-ე წუთზე არბიტრმა მიიჩნია, რომ ანტონიუსთან ორთაბრძოლაში ლოჩოშვილმა თავის საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და რეფერის ვიდეოსისტენტთან გადამოწების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც პიტასმა გამოიყენა – 1:1.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო დ საჯარიმოს გარედან კვარაცხელიას დარტყმულმა ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა. კვიპროსელებმა სახიფათო შეტევით გვიპასუხეს და კორეიამ საჯარიმოში ლოჩოშვილს აჯობა, რის მერე ბურთი ხარიხას მოახვედრა.
ამის შემდეგ, კიტეიშვილმა დაარტყმა და მოწინააღმდეგის მცველის ფეხიდან ბურთი მიქაუტაძეს მიუვიდა, რომელმაც ერთი კვიპროსელი ცრუ მოძრაობიჩა ჩამოიცილ,ა მაგრამ ცაციათი კარის მაღლა დაარტყა. მცირე ხანში, მარცხნიდან აზაროვმა მასპინძლების საჯარიმოში კიტეიშვილი მონახა, რომელმაც ერთი შეხებით სუსტად დაარტყა და მეკარე ბურთს დაეუფლა,
თავის მხრივ, დაწინაურებას ქეცბაიას გუნდიც ცდილობდა და ხარალამპოსის შორის მანძილიდან დარტყმის შემდეგ, მამრდაშვილმა ნახტომში გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა. კუთხურს ლაიფისის თავური მოჰყვა და ბურთი ისევ ზედა ძელს მოხვდა. 82-ე წუთზე კონტრშეტევა კვარაცხელიამ დაიწყო და საუცხოო პასი მისცა კუნძულელთა საჯარიმოში გახსნილ მიქაუტაძეს, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა.
84-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ხანგრძლივ შეტევას საბა ლობჟანიძის პასი მოჰყვა მასპინძელთა საჯარიმოში მდგომი ზურიკო დავითაშვილის მისამართით, რომელმც მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა – 1:2,
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კვარაცხელიამ ისევ მარცნიდან შეუტია და კარგი პასი გაუკეთა კვიპროსელტა საჯარიმოში ლობჟანიძეს, რომელმაც თანაგუნდელს ბურთი დაუბრუნა და ამ უკანასსკნელმა ახლოდან უხეიროდ დაარტყა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მოიგო და A ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზეა. სანიოლის გაწვრთნილები მომდევნო შეხვედრას გლაზგოში შოტლანდიასთან ჩაატარებენ, რომელიც 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.
კვიპროსი – საქართველო 2:1 (1:1)
17 ივნისი. ლარნაკა. სტადიონი „გეორგე კარაპატაკისი“.
კვიპროსი:
მალი, კარო (ანტონიადისი, 63), გოგიჩი, ლაიფისი ანტონიუ, ხარალამპუსი (სატსიასი, 78), კუსულოსი, კასტანოსი, კორეია,  ციონისი (ლოიზოუ, 60), პიტასი (ხრისტოფი, 78).
მთავარი მწვრთნელი:
თემურ ქეცბაია.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი (დვალი, 87), აზაროვი, გოჩოლეიშვილი (ლობჟანიძე, 74), კვეკვესკირი (გაგნიძე, 74), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი, 74), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე. 87).
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გოლი: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (38. პენ.), 1:2 დავითაშვილი (84)
გაფრთხილება:
კარო (16), კაკაბაძე (17), გოგიჩი (52), ანტონიოუ (56)
მთავარი მსაჯი:
ფაბიო ვერისიმო (პორტუგალია)
ლაშა თაბაგარი