„სქოთური“ შოკი ოსლოში

0
63

შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპისს 2024 წწლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
სტივ კლარკის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ნორვეგიასთან სამი ქულა აიღო მატჩში, რომლის ასეთ დასასრულს სტადიინზე მყოფი გულშემატკივრებიდან ან ქომაგებიდან ვინც ტელევიზორის ეკრანთან ისხდნენ, ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა.
შეხვედრის პირველმა ტაიმი უინტერესოდ ჩაიარა და ერთადერთი გამოსარჩევი მომენტი მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ნორვეგიელი სორლოტის თავური დარტყმა იყო, რომლის შემდეგ „სქოთების“ მეკარე ბურთი ხელებში უპრობლემოდ დაიჭირა. სხვათა შორის, ამპლუით ფორვარდმა სორლოტმა განვლილ შეხვედრაში მარჯვენა გარემარბად ითამაშა, რადგან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ერლინგ ჰოლანდი იყო.
61-ე წუთზემ მარჯვენა ფლანგიდან სორლოტმა ბურთი ჩაჰკიდა მეტოქის საჯარიმოში, სადაც პორტეუსმა ორთაბრძოლის დროს ჰოლანდი წააქცია და მსაკმა პენალტი დანიშნა. ჰოლანდმა, რომელმაც საქართველოსთან მატჩი გამოტოვა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და მიმდინარე შესარჩევში თავის პირველ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.
87-ე წუთზე „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა ოსტეგორი თავის საჯარიმოს სიახლოვე ძალიან უხეად შეცდა და ბურთი შეცვლაზე შესულ დაიქს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
89-ე წუთზე შოტლანდიამ საუცხოო იერიში გაანხორციელა და მასპინძლების საჯარიმოის მყოფმა დაიქსმა უკან დაუგორა ბურთი მაკლინს, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსყტად დაარტყა – 1:2.
ნორვეგიას თუნდაც ანგარიშის გასათანაბრებლად ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, მით უმეტეს როგორც ჰოლანდი, ასევე სორლოტი მოედანზე უკვე აღარ იყვნენ და საბოლოოდ სკანდინავიელები უქულოდ დარჩნენ.
შოტლანდია 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო ნორვეგია 1 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი