„ტორპედო“ კუხიანიძესაც შეელია

0
68

ქუთაისის „ტორპედო“ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეელია. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნახევარმცველ გიორგი კუხინიაძესთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
30 წლის ნახევარმცველი, რომელსაც მანამდე „ტორპედოში“ არაერთი სეზონი გაუტარებია, ბოლოს კლუბში შარშან დაბრუნდა და 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ქუთაისელთა მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8-ჯერ ითამაშა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
ის „ტორპედოს“ გარდა, საქართველოში „ზესტაფონში“, ქობულეთის „შუქურაში“, თბილისის „ლოკომოტივში“ და თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა, ხოლო ერთი სეზონი უზბეკეთის „ქიზილქუმში“ გაატარა.
ლაშა თაბაგარი