სანიოლი: “ქეცბაიამ ზუსტად იცის როგორ ვითამაშებთ”

0
62

ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ კვიპროსელთა თავკაცმა თემურ ქეცბაია ზუსტად საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებს. ჩვენი გუნდის ფრაგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ ევრო 2024-ისშ ესარჩევ ციკლში ლარნაკაში კვიპროსელებთან დაპირისპირებამდე განაცხადა. მასთან ერთად პრესკონფერენცის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაესწრო.
ვილი სანიოლი: “საკმაოდ ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი, რადგან ზოგიერთმა ფეხბურთელმა ადრე დაასრულა სეზონი. მთლიანობაში, ამ პერიოდს დადებითად ვაფასებ, რადგან მოთამაშეების მომზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ და რაც მთავარია, თავს ყველა ჯანმრთელად გრძნობს. გუნდში 25 ფეხბურთელია, მათ სრულად ვენდობი. მათ შორისაა გიორგი ჩაკვეტაძე. ითამაშებს თუ არა, ამას ხვალ იხილავთ.
გუნდში ტრავმები არ არის, ასე რომ, შეგვიძლია კარგ ფორმაში ვიყოთ და იმედი მაქვს, რომ კარგი თამაში გვექნება. ქეცბაიას არ ვიცნობდი, სანამ ფრანკფურტში გამართულ წილისყრაზე შევხვდებოდი. ის ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა და ვფიქრობ, მწვრთნელის რანგშიც რთულ მატჩს შემოგვთავაზებს. ბედნიერი ვარ, რადგან ახლახან ვნახე და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე მასთან შეხვედრა სასიამოვნოა. ის ძალიან მხიარული ადამიანია.
ბევრს ვერაფერს ვიტყვი კვიპროსის ტაქტიკასთან დაკავშირებით. ყოველთვის მაბედნიერებს, როდესაც მეტოქის მწვრთნელი ჩვენი გუნდის რომელიმე ფეხბურთელზე გამორჩეულად საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და ეს საამაყოა ჩემთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს სხვა მოთამაშეები. დარწმუნებული ვარ, თუ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება, აუცილებლად იპოვის გზას ჩვენი გუნდის წარმატებისთვის.
კვარაცხელია? კვიპროსისთვისაც სიურპრიზი იქნებოდა, ძირითად შემადგენლობაში რომ არ იყოს, მაგრამ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ქეცბაიამ ზუსტად იცის, როგორ ვითამაშებთ, თუმცა იმედგაცრუებული დავრჩები, თუ გამარჯვებას ვერ მოვახერხებთ. სამივე მეკარე შესანიშნავი გვყავს. ლორია? ხვალ ის არ ითამაშებ, მამარდაშვილი ითამაშებს.
თამაშები მჭიდრო კალენდარში? გიორგი მამარდაშვილმა თავად გადაწყვიტა, რომ 21-წლამდელთა ნაკრებში უნდა ითამაშოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მზადაა ამ დატვირთვებისთვის.
ახლა ნაკრების პირველი მეკარე მამარდაშვილია, კვიპროსთან ის ითამაშებს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის იქნება ნომერ პირველი არჩევანი შოტლანდიის წინააღმდეგაც.
ლუკა ლოჩოშვილი მარტში  ტრავმისა და შემდეგ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო არ იყო ჩვენთან. გასულ წელს ის ყველა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. დღეს, სწორედ იმიტომ არის ნაკრებში, რომ კარგ ფორმაშია, ბევრი მატჩი ჩაატარა და მზად არის მოახლოებული თამაშებისთვის. საბა საზონოვის და დავით ხოჭოლავას არ ყოფნამ სხვა მოთამაშეებს მისცა შანსი. ვფიქრობ, რომ გიორგი გველესიანმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა და ჩავთვალე, რომ მის გამოსაძახებლად სწორი მომენტი იყო. მას აქვს შანსი, გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.
ოთარ კიტეიშვილი: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან ერთად ვიმყოფები. იყო რთული პერიოდები. შეკრების წინ ხშირად ვიღებდი ტრავმას. მიხარია, რომ ახლა ნაკრებთან ერთად ვარ და კარგ ფორმაში ვიმყოფები, რაც მნიშვნელოვანია სანაკრებო თამაშების წინ.
ჩვენთვის (გრაცის შტურმისთვის) სეზონი წარმატებული გამოდგა და ტიტულის მოგებაც მოვახერხეთ. ნაკრებში ჩემს გარდა, ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ასევე წარმატებული სეზონი ჰქონდა. ამის გამო გუნდში ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი გარემოა”.
კვიპროსი- საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი