“გაგრა” მარცხენა მცველ გიორგი ლაცაბიძეს დაემშვიდობა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“ჩვენი გუნდის, 28 წლის მარცხენა მცველმა გიორგი ლაცაბიძემ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სეზონის დაწყების წინ „საბურთალოდან“ გადმოვიდა. მან ჩვენი გუნდის მაისურით 14 მატჩი გამართა და 3 ასისტი მოაგროვა.
მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული შრომისთვის და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას” – ნათქვამია “გაგრას” განცხადებაში.




