საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე 7 მატჩს ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.

თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც იაპონიაში, ფილიპინებში და ინდონეზიაში ჩატარდება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო ვერდესთან ერთად მოხვდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ქალაქ ოკინავაში ითამაშებს და მე-2 ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, ორ საუკეთესოს შორის უნდა მოხვდეს. ჯგუფიდან ვერგასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს.





