სოსიაშვილმა „შუქურა“ დატოვა

0
32

უჩა სოსიაშვილმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ქობულეთელთა პრესსამსახური იუწყება:
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უჩა სოსიაშვილმა ქობულეთის “შუქურა” დატოვა. ლუბმა დააკმაყოფილა მთავარი მწვრთნელის თხოვნა და მხარეებს შორის კონტრაქტი შეწყდა. მადლობას ვუხდით უჩას გუნდში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალში“.
33 წლის სოსიაშვილი „შუქურას“ თავკაცად მიმდინარე წლის 21 იანვარს დანიშნეს. მანამდე, ის „სამტრედიას“, თბილისის „დინამო 2“-ს, გორის „დილას“, „რუსთავს“, „სამგურალს“ და ბოლნისის „სიონს“ ავარჯიშებდა.
მან „დილას“ 2015 წელს არსებობის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად საქართველოს უმაღლესი ლიგა მოაგებინა. სოსიაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გუნდი გააჩემპიონა – ამ წარმატებას 26 წლის ასაკში მიაღწია.
ლაშა თაბაგარი