მესიმ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გამორიცხა

0
25

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატში თამაში გამორიცხა, რომელიც აშშ-ში, მექსიკაში და კაანდაში ჩატარდება.
„ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვნახოთ საქმე როგორ წავა, მაგრამ პრინციპში მომავალ მსოფლიო ჩემოიონატზე არ წავალ“ – განაცხადა „ინტერ მაიამიში“ გადასულმა მესიმ გამოცემა Titan Sports-თან.
35 წლის ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან გამოდის და 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. მან საერთო ჯამში 174 მატჩი ჩაატარა და 102 გოლი გაიტანა, რაც „ალბისელესტეს“ რეკორდია. მესიმ შარშან კატარში ჩატარებულ მუნდიალზე ოქროს მედალი მოიგო.
ლაშა თაბაგარი