„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გამორიცხული არაა კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს.
Evening Standard-ის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი შესაძლოა იმ შემთხვევაში განხორციელდეს თუ ინგლისური კლუბო მილანის „ინტერიდან“ მეკარე ანდრე ონანას ვერ შეიძენს. მილანელები კამერუნის ეროვნული ნაკრების გოლკიპერის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქა სტერლინს ითხოვებ,
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის გარდა, „ჩელსიში“ ალტერნატიულ ვარიანტად ასევე დორტმუნდის „ბორუსიადან“ გრეგორ კობელის ან „ბრენტფორდიდან“ დავიდ რაიას ყიდვას განიხილავენ.
მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გასულ სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა. მან გუნდის ლეგენდის მეკარე სანტიაგო კანისარესის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც იმავე 1998-1999 წლების სეზონში მოახრხა.
მამარდაშვილმა განვლილ სეზონში 45 გოლი გაუშვა და კარი „მშრალად“ 3-ჯერ შეინახა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სეზონის მსვლელობისას ტურის საუკეთესო გოლკიპერად 3-ჯერ დაასახელეს და ამდენჯერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გარდა ამისა, მისი მოგერიება 2-ჯერ ტურში საუკეთესოდ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი





