“დენვერ ნაგითსი” NBA-ს ჩემპიონია!

0
90

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აშშ-ის კოლორადოს შტატის წარმომადგენელმა „დენვერ ნაგითსმა“ ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა – პირველად გახდა NBA-ის ჩემპიონი.
2022-23 წლების სეზონის სუპერფინალურ სერიაში დენვერელებმა ფლორიდის შტატის „მაიამი ჰითი“ 4:1 დაამარცხეს.
ფინალურის სერიის მეხუთე მატჩში “დენვერმა” “მაიამის” საკუთარ “BALL ARENA”-ზე უმასპინძლა. დაძაბულ და მწირქულიან შეხვედრაში “ნაგითსმა “94:89 იმარჯვა და პირველობა იზეიმა.
ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი გახდა. სერბმა ცენტრმა ლეგენდარული პერფორმანსი შემოგვთავაზა პლეიოფში – საშუალოდ მატჩში ჰქონდა ყველაზე მეტი ქულა, მოხსნა და შედეგიანი გადაცემა ( 30,1 ქულა, 13,3 მოხსნა და 9,8 პასი).
დენვერი – მაიამი 94:89 (22:24, 22:27, 26:20, 24:18)
დენვერი: იოკიჩი (28 + 16 მოხსნა), პორტერი (16 + 13 მოხსნა), მიურეი (14 + 8 მოხსნა + 8 პასი), კალდველ პოუპი (11), გორდონი (4 + 7 მოხსნა) – სასტარტო; ბ.ბრაუნი (10), კ. ბრაუნი (7), გრინი (4), ჯორდანი.
მაიამი: ბატლერი (21), ადებაიო (20 + 12 მოხსნა), შტრუსი (12 + 8 მოხსნა), ვინსენტი (6), ლავი (3) – სასტარტო; ლაური (12 + 9 მოხსნა), მარტინი (10), რობინსონი (5), ზელერი, ჰაისმიტი.