გვარდიოლა: „იმედია საპასუხო შეხვედრაში თავს უკეთესად დავიცავთ და შევუტევთ“

0
18

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ეიმედება, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში თავს უკეთესად დაიცავს და შეუტევს, ვიდრე ეს მადრიდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში მოახერხა.
„როდესაც ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით, მათ გაგვიტანეს. როცა ისინი უკეთსად თამაშობდნენ, ჩვენ გავიტანეთ. დაძაბული და რთული მატჩი იყო.რაც გასაკვირი არაა – ეს ხომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებული ნახევარფინალია.
ზოგჯერ კარგ მომენტებს ვქმნიდით, ზოგჯერ კი სირთულე გვექმნებოდა იმის გამო, რომ „რეალი“ ბურთს ფლობდა. მომდევნო ოთხშაბათს ფინალი გვექნება ჩვენი გულშემატკივრების წინაშე.
მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ როდესაც „რეალმა“ ინიციატივა ხელთ იგდო, მეტოქეს ვერ ვუმკლავდებოდით. მოწინააღმდეგე მარცხენა ფლანგზე ბევრ გადაცემას აკეთებდა და მოედნის ამ მონაკვეთზე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ კევინ დე ბრუნის წყალობით ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ. ამის შემდეგ რამდენიმე კარგი მომენტი კიდევ გვქონდა.
მანჩესტერში ვბრუნდებით და ვნახავთ რა ასპექტში უნდა მოვუმატოთ. იმედია, საპასუხო შეხვედრაში თავს უკეთესად დავიცავთ და უკეთესად შევუტევთ.
ერლინგ ჰოლანდის თამაშს რაც შეეხება, ცენტრალურ და განაპირა მცველებს შორის სივრცე დაკავებული იყო. ამის გამო გაუჭირდა, მაგრამ კარგად იმოძრავა და მომენტები შექმნა.
შეცვლების არგაკეთებას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ის ფეხბურთელები ვინც მოედანზე იყვნენ, კარგად გამოიყურებოდნენ. ბერნარდუ სილვას და ჯეკ გრილიშს ბურთის დაჭერა შეუძლიათ, რაც ჩვენ გვჭირდებოდა.
ვცდილობდით „რეალის“ კონტრშეტევა არ დაგვეშვა. თამაში რომ „აფეთქებულიყო“, ასეთ პირობებში „რეალი“ ჩვენზე უკეთესად მოქმედებს“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს ესპანური მედია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 მაისს მანჩესტერში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი