მიქაუტაძის მეხუთე დუბლი სეზონში

0
22

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
34-ე ტურში „მეცი“ სტუმრად „ნიორს“ შეხვდა და 3 ქულა აიღო, ხოლო ქართველმა ტრადიციულად თავისი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმ მიქაუტაძემ 45-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე 22 წლის საქართველოს ერობვნული ნაკრების ფორვარდმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3- თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა დუბლი მიითვალა. მან თავი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამოიჩინა, ხოლო ბომბარდირთა დავას 22 ბურთით ლიდერობს. მიქაუტაძემ ამ სეზონში დუბლი მეხუთედ შეასრულა. ასევე, მის ანგარიშზე ერთი ჰეთ-თრიქია. „მეციდან“ მეორე გოლი მაზიზმა გაიტანა.
„მეცი“ 62 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა – ლიდერ „ლე ავრს“ 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ „ბორდოს“ – სამით.

ლაშა თაბაგარი