კვიპროსოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი აპოელი, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, 30-ე ტურში შინ „აპოლონთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძლებში ჩვენი თანამემამულეებიდან მხოლოდ ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელმაც ნიქოზიელებს შეუცვლელად უკაპიტნა.
მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე იყვნენ, მაგრამ თამაშში არ ჩართულან. სტუმრებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.
აპოელი ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულს 62 ქულით ლიდერობს, მაგრამ უახლოეს მდევარ „არისს“ უკვე მხოლოდ 2 ქულით ასწრებს.
პორტუგალიის პრიმეირალიგის 27-ე ტურში “ჟილ ვისენტემ” “შავეშ” უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვე – 0:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ბარსელუშელთა სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. “ჟილ ვისენტე” 31 ქულით 18 გუნდში მე-13 პოზიციაზეა.
თურქეთუის სუპერლიგის 28-ე ტურში „ქარაგიუმრუქმა“ თავის მოედანზე „ფენერბაჰჩესთან“ 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების გარემარბ საბა ლობჟანიძეს მასპინძლების სასტარტოში ისევ არ უთამაშია და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა. „ქარაგიუმრუქი“ 24-ე წუთზე ოზდოევმა დააწინაურა, ხოლო ზაიჩმა 51-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. „ფენერბაჰჩემ“ 78-ე წუთზე სალაის გატანილი გოლით მოიგო. „ქარაგიუმრუქი“ 34 ქულით 19 გუნდში მეცხრეა.





