არდაზიშვილმა ყაზახეთში გაიტანა, მაჭარაშვილმა ლიეტუვაში

0
53

ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი სადებიუტო გოლი რატი არდაზიშვილმა გაიტანა, რომელიც „ჟეტისუს“ ზამთარში შეუერთდა. მე-5 ტურში „ჟეტისუმ“ სტუმრად „ქაირათი“ 3:2 დაამარცხა და არდაზიშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიში 1:1 გახდა. ის 87-ე წუთზე შეცვალეს. მათე ცინცაძემ გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა. „ჟეტისუმ“ მიმდინარე სეზონში 4 ქულა დააგროვა და 14 გუნდში მე-10 პოზიციაზეა.
ლიტვის A ლიგაში თავი ლევან მაჭარაშვილმა გამოიჩინა. „სუდუვას“ ქართველმა ლეგიონერმა „დჟიუგასთან“ შეხვედრის დროს მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა, გზად სამ ფეხბურთელს გაცდა და შორეულ „ცხრიანში“ ლამაზი გოლი გაიტანა.
ლუკა გუგეშაშვილმა აგდამის „ყარაბაღის“ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ყარაბაღი“ შინ „ქიაფაზს“ დაუპირისპირდა და 3:1 სძლია. მარტის მატჩებში საქართველოს ნაკრებში გამოძახებული გუგეშაშვილი სასტარტოში მეთვრამეტედ მოხვდა და 28-ე წუთზე თავი საჯარიმოი თამაშის წესის დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ქართველმა მეკარემ მოიგერია. მოქმედი ჩემპიონი „ყარაბაღი“ ჩემპიონატს 77 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „საბაჰს“ 12 ქულით სჯობს.
კვიპროსის ჩემპიონატში „ანორთოსისმა“ გასვლაზე აელ-ს 2:0 აჯობა. სტუმართა განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯი გიორგი ლორია არ იყო, ხოლო ავთო ებრალიძეს განაცხადში ყოფნა აკმარეს.
ლაშა თაბაგარი