ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის განვლილი ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერი „დუნაისკა სტრედა“ დაამარცხა და ჩამორჩენა შეამცირა.
„სლოვანში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მოქმედი კაპიტანი გურამ კაშია 76-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.
სტუმრებიდან 64-ე წუთზე ანგარიში კალმარმა გახსნა, ხოლო ერთ წუთში საპასუხო ბურთი ჩავრიჩმა გაიტანა. ვლადიმირ ვაისის გუნდს აბუბაქარმა მოაგებინა, რომელმაც მეტოქის კარი 69-ე წუთზე აიღო.
მოქმედ ჩემპიონ „სლოვანს“ 54 ქულა აქვს და „დუნაისკა სტრედას“ 3 ქულით ჩამორჩება.
ავსტრიის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გრაცის „შტურმი“ სტუმრად ლასკ-თან 1:2 დამარცხდა, არადა, მანამდე თასის ნახევარფინალში მოუგო და ფინალში გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. „შტურმი“ 48-ე წუთზე პრასმა დააწინაურა, ლასკიდან კი ანგარიში სამ წუთში მუსტაფამ გაათანაბრა. 79-ე წუთზე ნაკამურმა ლასკ-ს მოაგებინა. „შტურმი“ 27 ქულით საჩემპიონო ექვსეულში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი




