ლოჩოშვილის პირველი გოლი, „კრემონეზეს“ მეორე მოგება

0
25

ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ გამარკვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
29-ე ტურში „კრემონეზე“ სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტს გენუის „სამპდორიას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით სძლია.
მასპინძლები მე-15 წუთზე ლერისმა დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე ჩილიონიმ საპასუხო ბურთი გაიტანა.
66-ე წუთზე ლამერსმა გენუელები ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ 85-ე წუთზე ლოჩოშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, დესერსის პასის მერე მცველს დაასწრო და მახვილი კუთხიდან მეტოქის კარი მკერდით აიღო – 2:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „სამპდორიას“ კარი სერნიცოლამ აიღო და 16 ქულით „კრემონეზემ“ 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია.
ლაშა თაბაგარი