„დინამო“ „ქართულ კლასიკოში“ ისევ დაუმარცხებელია

0
21

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრასი თბილისის „დინამომ“ გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 3 ქულა აიღო.
თბილისელებს ტრავმის გამო ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი და გაბრიელ სიგუა აკლდნენ, ხოლო ქუთაისელებს ანალოგიური მიზეზით გიორგი არაბიძე, მერაბ გიგაური, როინ კვასხვაძე და თორნიკე ახვლედიანი ვერ ეხმარებოდნენ.
მატჩის შუაწელში ანგარიშისს გახსნა სერბ ზორან მარუშიჩს შეეძლო, რომელიც ქუთაისელთა მეკარე ოთო გოშაძესტან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველი ცოტნე ნადარია დაეწია და კარში არ დაარტყმევინა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე გვინეელმა უსმანე კამარამ პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ თორნიკე კირკიტაძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი კარგად გაატარა და ნიდერლანდელმა იმრანმა ერთი შეხებით შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში თანაგუნდელის პასის შემდეგ, იმრანმა სტუმართა საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ გოშაძე, რომელმაც „ტორპედოში“ სადებიუტო შეხცედრა ჩაატარა, ბურთს ადგილზე დახვდა.
ამ ეპიზოდიდად 15 წუთში კირკიტაძე შეიჭრა ტორპედოელთა საჯარიმოში და მისი დარტყმის მერე, გოშაძე ბურთს მეორე ცდაზე დაეუფლა. ცოტა ხანში, კირკიტაძე შეტევის მარჯვენა ფრთაზე ნადარიას გაექცა და საჯაომოშო შესულმა პასი გააკეთა – იმრანმა ბურთი გაატარა, ხოლო მარუშიჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
78-ე წუთზე, ნიკა კაჭარავას პასის მერე თბილისელთა ცენტრალურ მცველ ჯიმი ტაბიძეს საჯარიმოში ფეხებს შორის გაუძვრა ბურთი, რომელიც გიული მანჯგაალძეს მიუვიდა და ანგარიში გაათანაბრა.
81-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილი „ტორპედოს“ საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და მას მერე რაც მანჯგალაძეს გვერდი აურა, ბურთი ბრაზილიელ ვაგნერ გონსალვესს გადაწოდა, რომელმაც ერთი შეხებით „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელმაც მასპინძლებს მოაგებინა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ტორპედომ“ კუთხური გაითამაშა, რასაც საჯარიმოში ჩააწოდება მოჰყვა და ნიკა სანდოხაძის თავურის მერე დავით სხირტლაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, რის შემდეგ მანჯგალაძემ დაარტყა და კერესელიძემ ნახტომში „დინამო“ გოლისგან გადაარჩინა, ხოლო იმავე მანჯგალაძის მეორე დარტყმის შემდეგ კარის ხაზზე მდგარმა სხირტლაძემ თავით ბურთი უკუაგდო.
მატჩის ბოლო წუთზე ქუთაისელი ფეხბურთელები მიიჩნევდნენ, რომ აუტის ჩაწოდების შემდეგ ხარაიშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
„დინამოს“ საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ „ქართულ კლასიკოში“ 2018 წლის 31 ოქტომბრიდან „ტორპედოსთან“ არ წაუგია -16 მატჩიდან 12 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი „დინამო“ 19 ქულით მეორე ადგილზეა და ამდენივე ქულის მქონე ბათუმელ თანამოსახელეებს გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „ტორპედოს“ 12 ქულა აქვს და მესამეა.
ლაშა თაბაგარი