„შუქურამ“ სარდალიშვილის დუბლით მოიგო

0
49

უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა ქიბულეთის „შუქურამ“ მიმდინარე სეზონში თავისი მეორე მატჩი მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში შავიზღვისპირელები სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და მიშიკო სარდალიშვილის წყალობით მოიგეს.
მატჩის მე-11 წუთზე სამხრეთ აფრიკელი ბანტუ ბზვაკალის გადაცემის შემდეგ, სარდალიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი ძლიერი დარტყმით კარში გადაგზავნა – 0:1.
32-ე წუთზე სტუმრების შეტევის დროს რომან ჩაჩუამ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გახსნილი სარდალიშვილი მოძებნა და ქობულეთელთა კაპიტანმა ამ სეზონში პირველი დუბლი მიითვალა. მანამდე, მას გოლი არ გაუტანია.
„შუქურა“ 6 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ 4 ქულა დააგროვა და მეცხრეა.