“თელავის” მწვრთნელად სომეხი ვარდან მინასიანი დანიშვნის შემდეგ, კლუბმა მეორე ლეგიონერი დაიმატა. ამჯერად, თელაველებს კოტდივუარელი მცველი კოჯო ალფონსი დაემატა.
“კოჯო ალფონსი – დაიბადა: 1993 წლის 28 მაისს; სიმაღლე: 180 სმ; წონა: 73 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ალაშკერტი” (სომხეთი).
კოჯო ალფონსის კარიერა სამშობლოში, “სტად აბიჯანში” დაიწყო, 2011 წლიდან კი პორტუგალიაში გადაბარგდა და პირინეებზე “შავეში”, “მირანდელა”, “ოლივეირენსე”, “ჟილ ვისენტე”, “აკადემიკა ვიზეუ” და “ფეირენსე” მოიარა, 2018 წლიდან 2021 წლამდე “არარატ-არმენიაში” თამაშობდა, სადაც ორჯერ სომხეთის ჩემპიონი გახდა და თითოჯერ სომხეთის თასი და სუპერთასი მოიგო – ამის შემდეგ კოჯომ, ერთი სეზონი ყაზახეთის” თარაზში” დაჰყო, ბოლოს კი “ალაშკერტის” მაისურა ეცვა კოჯო ალფონსი “თელავში” 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს” – იუწყება “თელავის” პრესსამსახური.
აქვე გეტყვით, რომ “თელავი” სომეხმა ინვესტორმა იყიდა, რომელმაც გია ცეცაძის ნაცვლად, მთავარ მწვრთნელად სომხეთის ეროვნული გუნდის ექსთავკაცი დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი “თელავი” ყოფილმა ფეხბურთელებმა სოსო გრიშიკაშვილმა, ალექსანდრე ამისუალშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ დაარსეს. ბოლოს კლუბს უსუალოდ გრიშიკაშვილი ხელმძღვანელობდა.





