გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის ფინალში ითამაშებს.
1/2-ფინალში გრაცელები შინ ლასკ-ს შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ჰორვატმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, ხოლო 25 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.
„შტურმი“ თასისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში 30 აპრილს ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდება.





