17-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი გამარჯვებით დაიწყეს

0
55

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სან მარინოში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც ჩერნოგორიელი თანატოლები  2:0 დაამარცხა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა, ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა – თავი 35-ე წუთზე სანდრო რატიანმა გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
 მატჩის ოქმი – მონტენეგრო 0:2 საქართველო
17-წლამდელები კომუნა აკვავივაში მიმდინარე ტურნირზე, 6 აპრილს, მეორე შეხვედრას მასპინძელ სან მარინოსთან ჩაატარებენ, ხოლო 9 აპრილს სლოვენიას შეხვდებიან.