ათენის „ოლიმპიაკოსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მიჩელი დაითხოვეს. 60 წლის ესპანელი სპეციალისტი, რომელიც გუნდს 2022 წლიდან წვრთნიდა, საბერძნეთის სუპერლიგაში „არისთან“ 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ გაუშვეს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი „ოლიმპიაკოსს“ 2013-2015 წლებშიც ავარჯიშებდა.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით კლუბის სპორტული დირექტორი ჟოზე ანიგო შეასრულებს.
მიჩელი „ოლიმპიაკოსის“ გარდა, „ხეტაფეს“, „სევილიას“, ფრანგულ „მარსელს“, „მალაგას“ და მექსიკის „პუმასს“ ავარჯიშებდა.




