„ბორდომ“ მე-2 ადგილი დაიბრუნა – დავითაშვილი სასტარტოში არ იყო

0
47

„ბორდომ“, რომლის შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში წაუგებელი მატჩების სერია ექვსამდე გაზარდა.
29-ე ტურში ჟირონდელები „გენგემას“ ესტუმრნენ და 21-ე წუთზე ფრანსერჟიოს გატანილი ერთადერთი გოლით 3 ქულა აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.
„ბორდომ“ ამ გამარჯვებით 53 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა – ლიდერ „ლე ავრს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 2 ქულით სჯობს.