მიქაუტაძემ ბომბარდირობა ულამაზესი გოლით გაიმყარა

0
45

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნორვეგიასთან გატანილი საუცხოო გოლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ შემადგენლობაშიც ძალიან ლამაზი ბურთი შეაგდო.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „მეცმა“ „ლავალი“ მიიღო და 1:0 სძლია. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე თანაგუნდელმა აუტიდან მისცა პასი მიქაუტაძეს, რომელმაც საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმი ბურთი მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაახვია.
22 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო და 7 საგოლე პასი შეასრულა. ის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია.
ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის მებრძოლი „მეცი“ 51 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგოლზეა.
ლაშა თაბაგარი