ლუკა ლოჩოშვლილი „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლ;ობაში დაბრუნდა. იტალიის სერია A-ს 28-რ ტურში კრემონეელებმა ბერგამოს „ატალანტა“ მიიღეს და 1:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 21-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს. მან „ატალანტასთან“ დაპირისპირებამდე, ბოლოს „კრემონეზეს“ სასტარტოში 9 იანვარს სტუმრად „ვერონასთან“ 0:2 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა.
ბერგამოელებთან დაპირისპირებას რაც შეეხება, 44-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დე რონმა გახსნა. 56-ე წუთზე სიოფანიმ პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. 72-ე წუთზე ბერგამოელები წინ ბოგამ გაიყვანა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კი წერტილი ლუკმანმა დასვა.
„კრემონეზე“ 13 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 28-ე ტურში ბაქოს “ნეფთჩი” სტუმრად “ზირეს” შეხვდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა -1:1. საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა ბაქოელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვატო არველაძე მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა. “ნეფთჩი” 57 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი




