გიორგი გველესიანმა ირანის საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში „პერსეპოლისს“ სტუმრად „რაფსანჯანათან“ მოაგებინა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მატჩში ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 22 შეხვედრაში მეოთხედ აიღო. გარდა ამისა, მან ირანის თასზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა.
„პერსეპოლისს“ 48 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. გათამაშებას 52 ქულით „სეპაჰანი“ ლიდერობს, სადაც 31 წლის გველესიანი გასული წლის ზაფხულში გუნდის შეცვლამდე, ბოლო სამი წელიწადი გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





