ლორია ჯანმრთელადაა და „ანორთოსისში“ ითამაშა

0
70

გიორგი ლორიას ტრავმა, რომელიც საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, საგანგაშო არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ლორია პირველი ტაიმის მიწურულს თავით მამუკა კობახიძეს ფეხზე შეეჯახა, რის შედეგად ზურგი დაიზიანა და შეცვალეს.
კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ანორთოსისმა“ შინ „ნეა სალამინასთან“ 4:4 ითამაშა, ხოლო ლორიამ მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა. ფამაგუსტელთა სასტარტოში ნახევარმცველი ავთო ებრალიძე ვერ მოხვდა, რომელიც თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
„ანოროსისი“ 40 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.