ბითაძემ ვაშინგტონში მოიგო

0
50

გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” უშუალო კონკურენტ “ვაშინგტონ ვიზარდს” მოუგო. მატჩი ამერიკის დედაქალაქში გაიმართა და ფლორიდული გუნდის გამარჯვებით 116:109 დასრულდა.
ბითაძემ მოედანზე საშუალოზე გაცილებით მეტ ხანს – 21:40 წუთი დაჰყო. მან
3 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საუკეთესო იტალიელი პაოლო ბონკერო გახდა 30 ქულითა და 12 მოხსნით.
33 მოგებითა და 44 მარცხით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფლორიდელებს ორლანდოში, 2 აპრილს, აუტასიდერ “დეტროიტთან” ელით.