სანდრო მამუკელაშვილმა “სან ანტონიოში” პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. ტეხასური გუნდის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა სან ფრანსისკოში, “გოლდენ სტეიტის” წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა დააგორვა. შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა და “გოლდენ სტეიტმა” 130:115 მოიგო.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:13 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანდრომ ფარზე მაგრად ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა. მის ანგარიშზე ჯამში 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. სანანტონიოელთაგან ყველაზე მეტი – 22 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო. “გოლდენ სტეიტში” 33 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.
მომდევნო მატჩს სან ანტონიო 2 აპრილს, საკრამენტოში, “კინგსთან” გამართავს.






