ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში 2 აპრილს „დიეგო მარადონაზე“ „მილანთან“ საშინაო მატჩს გამოტოვებს.
ნეაპოლელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნიგერიელ თავდამსხმელს მარცხენა ფეხის საზარდული აწიხებს და ის ეროვნულ ნაკრებში დაშავდა. თუ რამდენი ხანი დაისვენებს იძულებით ოსიმენი მომავალ კვირაში საბოლოოდ დაზუსტდება. თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის განაცხადა, რომ ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად ორი კვირა დასჭირდება. აქედან გამომდინარე აფრიკელის თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში იმავე „მილანთან“ პირველ შეხვედრაშიც სათუოა.
იტალიურ მედიის ცნობით, ოსიმენმა თავისი „იღბლიანი“ ნიღაბი დაკარგა და ორთოპედი მისთვის სახის ახალ დამცავს დაამზადებს.




