ვიტალი დარასელიას თასი 2023

0
59

4-9 აპრილის ჩათვლით თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემია ვიტალი დრასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მეხუთედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 16 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 6 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.
მოახლოებულ ტურნირზე თბილისის “დინამოს” გარდა იტალიური “ჯენოა” და “მონცა”, ესპანური “სევილია”, თურქული “ბაშაქშეჰირი” და აზერბაიჯანული “ყარაბაღი” იასპარეზებენ. მატჩები “დინამოს” აკადემიის მოედანზე ჩატარდება.
ვიტალი დარასელიას თასი ბოლოს 2019 წელს გათამაშდა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა ემპოლი 1:0 დაამარცხეს.