გურამ კაშია: “პირველი ტაიმის მერე ქულაზე ხელს მოვაწერდი”

0
53

საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას აზრით, პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ევრო 2024-ის შესარჩევში ბათუმში ნორვეგიასთან ფრე (1:1) მისაღები შედეგია.
გურამ კაშია: “პირველ 30 წუთში გვიჭირდა ბურთის ამოტანა დაცვიდან, რაც გუნდს დაეტყო, რადგან დაცვიდან თუ პასებით ბურთი არ ამოგვაქვს, ჩვენს შემტევებს თამაში ძალიან უჭირთ. არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ნახევარდაცვაში თავისუფალ ფეხბურთელს ვერ ვპოულობდით. კრიტიკა გვეკუთვნის და ვიღებთ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, უფრო თამამები ვიყავით, რამაც შედეგი გამოიღო, ძალიან მაგარი გოლი გავიტანეთ.
პირველი ტაიმის შემდეგ რომ გეკითხათ ჩემთვის, ქულაზე თანახმა თუ ვიქნებოდი, ხელს მოვაწერდი. კი, მეტი გვინდოდა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ერთ ქულას უნდა დავჯერდეთ.
ახალგაზრდა ფეხბურთელები ვეტერანებს გვჯობნიან, ამიტომ არ სჭირდებათ გამხნევება. ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან, მათ ხარისხს მოედანზე ვხედავთ. ძალიან მაგარი პოტენციალი აქვთ, რომ უკეთესად ითამაშონ, თამაშიდან თამაშამდე უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენენ.
ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ვარ. მეამაყება, რომ ამდენი ხანი ნაკრებში შემოვრჩი და კიდევ შემიძლია გუნდს დავეხმარო. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე ათეულ თამაშს ჩავატარებ და გუნდს დავეხმარები“.
გიორგი მიქაუტაძე: “ბურთს თავი მივარტყი და მცველს გავასწარი, რის შემდეგ დავარტყი და გავიტანე. ჩემი აზრით კარგი დასაწყისია. მათ შეეძლოთ რომ გაეტანათ და მამარდაშვილმა მააგრი ბურთები აიღო. ჩვენც შეგვეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ჩემი აზრით ამ ქულის აღება კარგია”.