ხვიჩა კვარაცხელია: “შედეგი ნორმალურია”

0
64

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ბათუმში ნორვეგიასთან ფრე (1:1) ნორმალური შედეგია.
ხვიჩა კვარცხელია: “პირადად მე და დარწმუნებული ვარ ბიჭებიც ძალიან მონატრებულები ვიყავით ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. შედეგი ნორმალურია, მაგრამ რა თქმა უნდა კმაყოფილები არ ვართ, რადგან ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავდივართ. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველი ტაიმისგან განსხვავებით. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველაფერია შესაძლებელი, ყველა გუნდთან მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, როგორც დღეს გავაკეთეთ მეორე ტაიმში და აუცილებლად მოვა ის წარმატება, რისთვისაც ამდენი წელია ვშრომობთ“.
გიორგი გოჩოლეიშვილი: “ძალიან დაძაბული თამაში იყო. თავდაჯერებული ვიყავი, ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო ნაკრებში და მინდოდა, რომ კარგად მეთამაშა, თუმცა ჩემი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ ფრეც არ იყო ცუდი, რადგან ვაგებდით. ნორვეგია ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
შეიძლება მარცხენა ფლანგზე თამაში ჩემთვის კომფორტული არ იყოს, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველა პოზიციაზე შეიძლება მოგიწიოს თამაში. გულშემატკივარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა დღევანდელ თამაშში და მადლობას ვუხდი მათ“.