საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო, სადაც 26 მარტს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
თასმა ბათუმის ქუჩები კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა და ევროპის მოედანს მიადგა. ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო მოედანზე ტურნირის ელჩმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანა. შეკრებულ საზოგადოებით სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიმართა.
ბათუმიდან თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება. საქართველოს მასშტაბით ევროპის ჩემპიონატის თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას ჯადოსნური ქარავანით იმოგზაურებს.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.




